მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ლილუაშვილი - საბაგიროების გახსნა არასამართლიანი იქნება

5fe5c49284986
ინგა მურუსიძე
25.12.20 15:19
1402
საქართველოს 5016 მოქალაქე, რომლებიც შესაბამისს პეტიციას აწერენ ხელს, ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას ითხოვს. საკითხი დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ინიციატორმა, მოქალაქე, ანი ელიაშვილმა წარადგინა.

პეტიციის ავტორებს სამი მოთხოვნა აქვთ:

გაიხსნას საბაგიროები;
დაიშვას ღია კაფეები სათხილამურო კურორტებზე;
აპარტ-ოპეტელებს და გესთ ჰაუსებს მიეცეთ უფლება, მიიღონ სტუმრები.

დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ თავად საბაგირო და სრიალის პროცესი არ არის რისკის შემცველი, თუმცა რისკის შემცველია ამ პროცესთან მიბმული ყველა დანარჩენი პროცესი, მათ შორის გადაადგილება, მობილობის გაზრდა ქალაქებში და ა.შ.

პეტიციის ავტორმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ ბინებს და გესთჰაუსებს უწევთ გათბობა ჩართული ჰქონდეთ და გაათბონ ცარიელი სახლები, რომ მილები არ გაუსკდეთ, რის გამოც მათ საკმაოდ სოლიდური გადასახადებით უწევთ ცარიელი სახლების შენახვა.

„კომუნალურ გადასახადებს რაც შეეხება, ფაქტობრივად სრულად სუბსიდირებულია, გამორთულ ბინაში არ მგონია, ვინმე 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს მოიხმარდეს. ეს ზამთრის კურორტების დროის ჰორიზონტსაც სცდება და არ გამოდგება არგუმენტად.

კიდევ ერთი საკითხი, სრიალი წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური და გასართობი ცხოვრების ერთ-ერთ მიმართულებას, ჩვენ  მსგავსი ღონისძიებების უმრავლესობა, იქნება ეს თეატრი, კინო თუ ა.შ. გვაქვს შეზღუდული იპიდემილოგიური ვითარების გამო. საბაგიროს გახსნა ცოტა არასამართლიანად მიმაჩნია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.