მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ლილუაშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა

5fd8b695a7b29
თელარა გელანტია
15.12.20 17:13
1344
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა ლილუაშვილი აირჩიეს.

კომიტეტის დებულების შემუშავება იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი.

„ეს კომიტეტი იქნება რეფორმების მხარდამჭერი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და რომელიც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზნით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის იქნება ღია ყველა იმ დისკუსიისა და დებატებისთვის, რაც ხელს შეუწყობს დარგების ტრანსფორმაციას და წაადგება ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

ბექა ლილუაშვილთან ერთად, დავით სონღულაშვილის მოადგილე გოჩა ენუქიძე იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ მოადგილეს, ეს თანამდებობა, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება.