მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ნაცვლიშვილი: მონოპოლიები და კარტელური გარიგებები რომ არ შეიქმნას, რეგულაცია უნდა არსებობდეს

5f5b5a7b192ed
ლიკა გურაბანიძე
11.09.20 21:19
966

“ძალიან ბევრ მეწარმეს შევხვდი და ამ კანონპროექტს ყველა ელოდება, რადგან ეს ქართული ეკონომიკისთვის გარდამტეხია,”- ამის შესახებ “საქმიან დილაში" საუბრისას პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობის დარეგულირების კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემა საბრუნავი კაპიტალია და ახალი კანონპროექტი ამ და სხვა საკითხების გამოსწორებაზე იმუშავებს.

“კონკურენციის სააგენტო ამბობს, რომ საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობა პრობლემაა და ის კანონით არ რეგულირდება.

ჩემი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ქართველი მეწარმეები არ დაზიანებულიყვნენ. ასევე, მათ საბრუნავი კაპიტალი ჰქონოდათ და იძულებული არ ყოფილიყვნენ, რომ მუშაობა შეეჩერებინათ, ან მაღალპროცენტიანი სესხი აეღოთ.

საქართველოში, სადაც სასამართლო მოშლილია ამ ურთიერთობის დარეგულირება ვერ მოხდება. ორ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. გამოდის, რომ რომელიმე სუპერმარკეტმა ხელშეკრულება რომ დაარღვიოს მას მეწარმე ვერ უჩივლებს. აქედან გამომდინარე, ეს კანონით რეგულირდება და ამაზე ევროკავშირის დირექტივაც არსებობს.

მე პარლამენტის წევრი ვარ და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდვარ. მონოპოლიები და კარტელური გარიგებები რომ არ შეიქმნას რეგულაცია უნდა არსებობდეს.” - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 



ბექა ნაცვლიშვილის თქმითვე, როდესაც პირველი მოსმენით კანონპროექტი განიხილება, მას შემდეგ დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება. ხოლო, შემდგომში თუ ვინმეს ამ კანონთან დაკავშირებით შესწორებები და გაღრმავების სურვილი ექნება, ის სხვა სფეროებსაც მოიცავს.

 



ცნობისთვის, საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს, - აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.