„დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და კომპანია „კავკასუს ონლაინისა“ და მისი ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია თავადაა დაინტერესებული ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.
„ბოლო სამი წელია ვმუშაობთ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი განხორციელდეს და ეს პროექტი შედგეს. ვმუშაობთ, რომ საქართველო ამ პროექტში ჩაერთოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და სწორედ საქართველოს და შავი ზღვის გავლით მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში. ამიტომ, დაანებეთ თავი სიყალბის გავრცელებას, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. რეალურად პირიქით არის ყველაფერი, ვინაიდან ჩვენი ინიცირებულია ციფრული ჰაბის პროექტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის, გარკვეულ ეტაპებზე რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული პროცესში. ჯერ-ჯერობით პროექტის განხორციელებას ბევრი აკლია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ბევრად მეტია უკვე, ვინაიდან ბოლო სამი წელიწადია მე პირადად ჩართული და დაინტერესებული ვარ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი შედგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის განაცხადი, „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის აზერბაიჯანული კომპანია „ბაქსელის“ მიერ შეძენის წინასწარ თანხმობაზე, რომელიც კომისიამ განუხილველად დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს თითქმის ერთი წელია არა ასრულებს, კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის მიხედვით მოკლებულია შესაძლებლობას კანონდარღვევის პირობებში შეისწავლოს არსებითად მსგავსი ტრანზაქცია.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან წინასწარი თანხმობის ახალი მოთხოვნა შესაძლებელია ჩაითვალოს უკანონოდ გასხვისებული წილის შებრუნებისთვის გარკვეულ ულტიმატუმად, რის გამოც, აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ განუხილველად დატოვა და კომპანიას კანონის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ამავე სხდომაზე კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტს დაუსვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მესაკუთრეები ყოველთვის იცავდნენ კანონს და მიმართავდნენ კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების თხოვნით, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ და მხოლოდ 49% წილის გასხვისების დროს დაარღვიეს კანონი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს კომპანიის იურისტმა ვერ უპასუხა",- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის