17.ივნისი .2020 14:10

“ბექაური ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ბაზრიდან რადიოების გაქრობას უწყობს ხელს"

“ბექაური ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ბაზრიდან რადიოების გაქრობას უწყობს ხელს"
views 770
უკან

საქართველოს კომუნიკაციების კომისია ქვეყნის 40-მდე რადიოსადგურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კომისიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კომისიის სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება მოქმედ მაუწყებლებს. ბექაურის უწყება აღნიშნავს, რომ რადიოებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

კომისიის განცხადებას და პროექტს ეხმაურება რამაზ სამხარაძე, “საქართველოს რეგონულ რადიოსადგურთა ქსელის” თავმჯდომარე და სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” დამფუძნებელი. სამხარაძე მიიჩნევს, რომ ის რადიოსადგურები, ვისაც სალიცენზიო ვადა გასდით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე არიან, რადგან ხარჯი კოლოსალურად იზრდება, რაც მათ ფუნქციონირებას საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მაგალითად რადიო “ჰერეთს”, რომელიც კახეთის რეგიონის 90% ფარავს და 22 წელია ლაგოდეხიდან მაუწყებლობს, სტრატეგიის თანახმად, ახალი წერტილების ათვისება ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდება.

„ჰერეთი”, ლიცენზიის ორი ვადის (2028 წელს გასდის ლიცენზიას ვადა) გასვლის შემდეგ, ვეღარ გააგრძელებს მაუწყებლობას თუ რეგიონის მასშტაბით სამ წერტილში თელავის, ყვერელსა და დედოფლისწყაროს ანძებზე ახალ გადამცემ სადგურებს არ განათავსებს.

კომისიის სტრატეგიის თანახმად, რადიომ კახეთში 3 ქალაქიდან უნდა იმაუწყებლოს. შესაბამისად, დედოფლისწყაროს, ყვარლის და თელავის წერტილებს სიგნალის მისაწოდებლად დამატებით ტექნიკური საშუალებები (სამი FM გადამცემი, შიდა სარელეო ქსელი და სხვა ტექნიკური საშუალებები) დასჭირდება, რაც ჯამში რადიოსადგურის ხარჯს ნახევარ მილონ ლარამდე გაზრდის, მაშინ როცა კომისიას შეუძლია ლაგოდეხის წერტილის გაძლიერება და ლიცენზიით მინიჭებული სიმძლავრის და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზრდა/მოდიფიცირება.

”თუ კომისია სიმძლავრებს და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს გაზრდის, რადიოს ლაგოდეხის ანძიდან შეეძლება უფრო ძლიერი სიგნალის მიწოდება მთელი კახეთისთვის. და აღნიშნული პრობლემები გადაიჭრება. ადგილობრივი რადიოსადგურები 250-500 ვატით მაუწყებლობენ, მაშინ როცა, მეზობელი აზერბაიჯანის რადიოები კახეთში დაახლოებით 5-10 კილოვატით შემოდიან, ასევე თურქეთის რადიოსადგურები ბათუმში უფრო მძლავრი სიგნალით მაუწყებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე. კომისია ნაცვლად იმის, რომ იცავდეს ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებდეს ქართულ რადიოსადგურებს, პირიქით საფრთხეს უქმნის რომ ბაზრიდან გაქრნენ. ბექაურის სტრატეგიული დოკუმენტი რბილად, რომ ვთქვათ არის სრულიდ დილეტანტი ადამიანების შედგენილი, არაპროფესიონალიზმის გამოვლინება და კლავს როგორც სარეკლამო ბაზარს, ასევე რადიოინდუსტრიას”, - აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.

კომისიის ამბავს წინ უძღოდა მედიაკოალიციის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც კოალიცია ბექაურის უწყებას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რადიო მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად სთავაზობდა ევროკავშირის ჩართულობით უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობას.

საქართველოს რადიომაუწყებლები უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციის გამართვენ.

სტატია რადიო "ჰერეთის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა