მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერა: ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონი გადავრიცხე - [VIDEO]

5daf18d807adf
BM.GE
22.10.19 18:55
10684
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ოფიციალურ Facebook გვერდზე ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ბერას თქმით, მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას $1.1 მილიონი დოლარი შესწირა. "ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ,"- ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი. 

"მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე  ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. თანხა, რაც მე საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ,"- ამბობს ბერა.

ბერას ვიდეომიმართვა: