მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერიკაშვილი 10-წლიანი გეგმაზე: "ამ დოკუმენტში ინოვაციებზე არაფერია ნათქვამი"

60e87f3b690c5
ლიკა გურაბანიძე
09.07.21 23:30
567
“როდესაც ხელისუფლება 10-წლიან გეგმას გვთავაზობს, გეგმა მინიმუმ ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული არ უნდა იყოს.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკური სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილ 10-წლიანი გეგმის კომენტირებისას განაცხადა.

ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ გეგმაში კონკრეტული დაშვებები კეთდება, თუმცა გაუგებარია რაზე დაყრდნობით.

“ამ გეგმის მსგავსად, გეგმა ჰქონდათ 2020 წელს რა უნდა გაეკეთებინათ და აქედან ერთადერთი რაც გააკეთეს, ლარში საქართველოს ეკონომიკა ნომინალურად გაიზარდა. 10-წლიანი გეგმა, რომელსაც ამბიციურს უწოდებენ, სინამდვილეში არც ისე ამბიციურია.

მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნათელი იყოს, რას ვაკეთებთ და რისი გაკეთება გვინდა. მაგალითად, ამ დოკუმენტში ინოვაციებზე არაფერია ნათქვამი და საუბარი კვლავ ტურიზმზე და სოფლის მეურნეობაზე მიმდინარეობს.

10 წლის შემდეგ ეკონომიკა სად იქნება, არავინ იცის. შესაბამისად, ამ დოკუმენტს რომ 10-წლიანი გეგმა დავარქვათ, სწორი არ არის", - აღნიშნა ბერიკაშვილმა.