მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ტვინის სემანტიკური რუკა შეადგინეს

572455f1c63b5
BM.GE
30.04.16 10:47
2008
კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სემანტიკური რუკა შეადგინეს, რომელზეც რამდენიმე განზომილებაში ფერების დახმარებით, ასახულია როგორ ახდენს ადამიანის ტვინი ენის სისტემატიზირებას. სამუშაოების დეტალურ შედეგებზე ჟურნალმა Nature-მა ვრცელი მასალა მოამზადა.

სემატიკური რუკის ინტერაქტიული ვერსია ლაბორატორიის ვებ-გვერდზეც ხელმისაწვდომია. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ტვინის აქტივობა 7 პირზე, რომლებიც ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ ისტორიას რადიო გადაცემიდან "Moth Radio Hour". საერთო ჯამში გამოსაცდელებმა მოისმინეს 25 ათასი სიტყვა, საიდანაც სამი ათასი უნიკალური იყო. შედეგების მიხედვით, სემანტიკური ინფორმაციის დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაციის დამუშავებისას ჩართულია ტვინის ორივე ნახევარსფეროს ქერქის მესამედი.

"სემანტიკური ტომოგრაფიის თავსებადობა სხვადასხვა საგნებთან გასაკვირია" - აღნიშნავენ ნამუშევრის ავტორები. მეცნიერების განცხადებით, დაწვრილებითი რუკა რომელიც აჩვენებს როგორ რეაგირებს ტვინი განსხვავებულ სიტყვებზე შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს ახალი მეთოდები ვერბალური პრობლემების განსაკურნებლად. მათ შორის ინსულტის შემთხვევაში დარღვეული მეტყველების უნარის განკურნება.