მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Berkshire-მა Occidental-ში ინვესტიცია გაზარდა | როგორ გამოიყურება უორენ ბაფეტის პორტფელი?

642437c7c71be
გიორგი თოლორდავა
29.03.23 17:52
823
ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უოროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია დამატებით $200 მილიონით გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 23.5%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულება 13 მილიარდ დოლარს აღწევს.

Berkshire-ის საინვესტიციო პორტფელში ამჟამად Occidental-ი რიგით მეექვსე ადგილს იკავებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კომპანიას უორენ ბაფეტი და ჩარლი მანგერი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.

ექსპერტების ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და ის ჰოლდინგის კერძო საკუთრებაში გადავა.

ბაფეტისა და მანგერის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $662-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეექვსე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $105 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეექვსე ადგილს იკავებს.


ამჟამად Berkshire Hathaway-ს საინვესტიციო პორტფელი ასე გამოიყურება:

1. Apple | ღირებულება: $144.3 მლრდ | წილი: 5.8%
2. Bank of America | ღირებულება: $29.1 მლრდ | წილი: 12.9%
3. Chevron | ღირებულება: $26.7 მლრდ | წილი: 8.8%
4. Coca-Cola | ღირებულება: $24.6 მლრდ | წილი: 9.2%
5. American Express | ღირებულება: $24.1 მლრდ | წილი: 20.4%
6. Occidental Petroleum | ღირებულება: $13.0 მლრდ | წილი: 23.5%
7. Kraft Heinz | ღირებულება: $12.5 მლრდ | წილი: 26.6%
8. Moody’s | ღირებულება: $7.3 მლრდ | წილი: 13.5%
9. Activision-Blizzard | ღირებულება: $4.5 მლრდ | წილი: 6.7%
10. BYD | ღირებულება: $3.6 მლრდ | წილი: 11.9%


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.