მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინში "ბრანდერბურგის" საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ახალი თარიღი 2020 წელია

5de3b557cbe98
ნუცა ბაზლიძე
01.12.19 16:41
1536
მრავალჯერადი გადავადების შემდეგ, ბერლინში ახალი საერთაშორისო აეროპორტი - „ბრანდერბურგი“ 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

როგორც Business Insider-ი წერს, ახალი აეროპორტიდან პირველი ფრენის განხორციელება მომავალი წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

თავდაპირველი გათვლებით, აეროპორტის მშენებლობა 1,7 მილიარდი ევრო უნდა დამჯდარიყო, მაგრამ საბოლოოდ, პროექტის ბიუჯეტი 7 მლრდ ევრომდე გაიზარდა.

ცნობისთვის: ბერლინში ახალი საერთაშორისო აეროპორტის „ბრანდერბურგის“ მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. მიზეზად სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები და სხვა სტრუქტურული პრობლემები სახელდება.