„2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა იერიში, პირველ რიგში, უპასუხისმგებლო დაკრედიტებაზე მიიტანა, მეორე მხრივ, სამომხმარებლო პორტფელის ჭარბ ზრდაზე სესხის შეფასების და შემოწმების სტანდარტები გაამკაცრა, რაც დასაკრედიტებელ არეალს თავის მხრივ ამცირებს და ასევე გულისხმობს, რომ ორგანიზაციები საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულები, ხოლო ამ მხრივ ორგანიზაციებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა", - ამის შესახებ BM.GE-ის მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ საფინანსო სექტორში 2019 წლიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციების ეფექტის შეფასებისას განუცხადა.
როგორც შენგელია განმარტავს, პირველ კვარტალთან შედარებით, ამჟამად მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება.
„ბაზარი გაუმჯობესდა, ასევე შეინიშნება ბევრად უფრო საღი და ნაკლებად რისკიანი სესხების წილის ზრდა პორტფელში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა. ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან რეგულაციებს ბევრი ორგანიზაციის ბიზნეს მოდელი ვერ მოერგებოდა და ბევრ ორგანიზაციას არ შესწევდა უნარი ასე მოკლე ვადებში მოეხდინა ტრანსფორმაცია.
დასაკრედიტებელი არეალი შემცირდა და შესაბამისად, კონკურენცია იმ ორგანიზაციებს შორის გაიზრდა, რომლებიც ისედაც ლიდერები იყვნენ და მათი ბიზნეს მოდელები უფრო მდგრადი აღმოჩნდა ახალ რეგულაციებთან შესაგუებლად. აქედან გამომდინარე, კონკურენცია გამწვავდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაა. ეს ბაზრისთვის, მოსახლეობისთვის კარგია, თუმცა საკმაოდ ცუდად აისახა ორგანიზაციების მომგებიანობაზე", - განაცხადა შენგელიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?