სამშენებლო სექტორი 2020 წელს საბანკო დერეგულაციას ელოდება, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელმა ბესო თავბერიძემ გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
"2019 წელს მიღებულმა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორზე პირდაპირი გავლენა იქონია. ნებისმიერი პროექტი და სესხის გაცემის აკრძალვა, რა თქმა უნდა, პროექტის შესრულების ვადას ზრდის. თუკი ადრე პროექტი 2 წელიწადში სრულდებოდა, ახლა საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, პროექტის შესრულების ვადები 4 წლამდე გაიზარდა; ამას მოჰყვა უცხოური ინვესტიციის შემცირება და ამ ყველაფერს მოჰყვა ფასების ზრდა. ნებისმიერი რეგულაცია პირდაპირ ურტყამს ბიზნესს და ფასწარმოქმნას“, - განაცხადა მან.
როგორც თავბერიძე ამბობს, აუცილებელია, რეგულაციები შერბილდეს, რათა სამშენებლო სექტორი განვითარდეს.
„არ გვჭირდება არავითარი სტატისტიკა, გვინდა მივიდეთ ბანკში, ავიღოთ სესხი ლარში, დოლარში ან ევროში. პირდაპირ საპროცენტო განაკვეთი გვაჩვენებს, რომ ბანკში ლარში თუ აიღებთ სესხს, 12-14%-ა, ევროში თუ აიღებ 6%-ია, ხოლო დოლარში თუ გინდა სესხება, საპროცენტო განაკვეთი 7%-8%-ია. რატომ ვუკარგავთ მომხმარებელს იმის უფლებას, რომ თვითონ აირჩიოს რამდენ პროცენტიანი სესხი უნდა და რომელ ვალუტაში. ლარიზაციით მოვუსპეთ მომხმარებელს იმის საშუალება, რომ თავად აირჩიოს პროდუქტი. ნებისმიერი აკრძალვა, ლარიზაცია იქნება ეს თუ სხვა რეგულაცია, ბიზნესს ხელს უშლის. ძალიან მივესალმები საბანკო დერეგულაციას. ახლა, ფაქტობრივად, 30%-40%-ით არის შემცირებული რეალიზაცია სამშენებლო სფეროში. ჭარბვალიანობა არაფრით არ იყო იპოთეკურ სესხებზე მიბმული. ნებისმიერი სტატისტიკა რომ აეღოთ, მით უმეტეს სამშენებლო სექტორში, ნახავდნენ, რომ ეს პრობლემა საერთოდ არ ხდებოდა. ამ რეგულაციამ პირდაპირ სამშენებლო სექტორს დაარტყა“, - განაცხადა დეველოპერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ