ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ოთხ ქუჩაზე ეწყობა.
კერძოდ, თბილისის მერიის ცნობით, გზის საფარი ლადო ასათიანისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე, ამავე ქუჩების პირველ ჩიხში, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე განახლდა. აღნიშნულ მისამართებზე მომზადდა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ბეთანიაში თითქმის არ არსებობდა მოწესრიგებული გზა. მოგეხსენებათ, ეს დისკომფორტს არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნიდა“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.
პროექტის შედეგად, ლადო ასათიანის ქუჩაზე და I ჩიხში 2 970 კვ.მ ფართობის გზა დაიგო, მურმან ლებანიძის ქუჩაზე და I ჩიხში - 4 370 კვ.მ, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის საფარი 2 540 კვ.მ ფართობზე მოეწყო, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე კი - 3 100 კვ.მ.
ოთხივე ქუჩის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ