მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Better butter - ბაზარზე კარაქის მწარმოებელი ქართული კომპანია გამოჩნდა

61e6c57f22788
მარიამ იზორია
19.01.22 09:45
1588
Better butter - ბაზარზე კარაქის მწარმოებელი ქართული კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს 6 სხვადასხვა სახეობის თხილეულის კარაქს სთავაზობს.

კომპანიამ მცირე წარმოება ბათუმში 30 000-ლარიანი ინვესტიციით აამოქმედა. რაც შეეხება რეალიზაციას, Better butter-ის პროდუქცია როგორც ონლაინ, ასევე თბილისსა და ბათუმში რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა შარაძე bm.ge-სთან ამბობს, სხვადასხვა გრამაჟის გათვალისწინებით ქართული კარაქის ფასები, დაახლოებით, 14.50-დან 29.50 ლარამდე მერყეობს.

“კარაქის წარმოება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც დავინახეთ, რომ საქართველოს ბაზარზე ქართული კარაქის მრავალფეროვანი არჩევანი არ გვაქვს. საწარმო ივნისში ავამოქმედეთ და ამ დროისთვის მომხმარებელს 6 სხვადასხვა სახის პროდუქტს ვთავაზობთ. ჯერჯერობით, მასობრივად არ ვართ წარმოდგენილები და ბათუმსა და თბილისში ჯამში, ოთხ მაღაზიაში შევდივართ.

უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ, რადგან არსებული საწარმო ხაზი წარმადობის გაზრდის საშუალებას არ გვაძლევს”, - აღნიშნავს ნინა შარაძე.