„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მდგრადობაზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს მან განმარტა, რომ ეკონომიკის ზრდა დღეს დროებითია და ადრე თუ გვიან ომისგან გამოწვეული ეფექტი დასრულდება.
-თქვენ როგორც გამოცდილი ბიზნესჯგუფი რას უყურებთ, რაზე დგას საქართველოს ეკონომიკის ზრდა და რამდენად მდგრადია?
-ორი მდგენელი გვაქვს, ერთია პოლიტიკურ-მორალური მხარე და მეორეა კომერციული - ეს ეფექტი დროებითია. ბევრი ბიზნესი ორიენტირებულია ამ მცირე დროში მაქსიმალური სარგებელი მიღოს და უსაფრთხოების ერთგვარი ბალიში შეიქმნას. ამასთან, ქართულმა ბიზნესმა მეტ-ნაკლებად ისწავლა კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ამიტომ ფრთხილად ვუდგებით და რეზერვებს ვქმნით.
ასევე უნდა ითქვას, რომ თვითონ საფინანსო სექტორიც ძალიან მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი სტიმული შექმნა საკრედიტო რესურსი უფრო ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი ბაზრისთვის, თუმცა ამას შემდგომი ნაბიჯები სჭირდება, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის განვითარება და საფონდო ბირჟა.
-წლებია ამაზე ვსაუბრობთ...
-დიახ, მხოლოდ ვსაუბრობთ..
-რა დაქოქავს?
-ალბათ ამას ნება, გამოცდილება და მოთამაშეების მხრიდან ამაში მონაწილეობის სურვილი სჭირდება. სურვილი არსებობს მაგრამ, ალბათ ამას საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა და გამოცდილების გაზიარება სჭირდება.
-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ნაწილში ნაბიჯები გადაიდგა...
-დიახ, ჩვენ მაგალითად ყაზახური მოდელიც შევისწავლეთ, თუმცა ვფიქრობთ, იმის რესურსი არსებობს, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, თუ რა თქმა უნდა აქტიურად იმუშავებენ შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით.
-საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები რა არის?
-გამოწვევად რჩება: ფიზიკური ინფრასტრუქტურა, კაპიტალზე წვდომა და გარემო რომელშიც რეგიონია ჩაფლული.
-ამ ვითარებაში მთავრობის მთავარი საზრუნავი რა უნდა იყოს?
-ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა.უფრო მეტი კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესმენთან, ბიზნესჯგუფებთან და ახალი სისხლი უნდა მოვიძიოთ ქართულ ეკონომიკაში. ხშირად გვესმის რომ პირდაპირი ინვესტიციები გაიზარდა, მაინტერესებდა და ვნახე და აღმოჩნდა, რომ ამ ინვესტიციების ორი-მესამედი რე-ინვესტიციაა უკვე არსებულ სექტორებში - ეს არ არის ის, რაც წმინდა სისხლის ზრდას რაც განაპირობებს და ამას ყურადღება უნდა მიექცეს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი