მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი კითხვა ჩნდება – Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

5ed1400573925
ნინი ლონგურაშვილი
29.05.20 23:30
1328
"თუკი ჩვენ ვეხმარებით რეალურად ამ სექტორს და გვინდა შევინარჩუნოთ მოთხოვნა, რეფინანსირების და სუბსიდიის პროგრამა და მისი პირობები არ იძლევა ნათელ სურათს იმის შესახებ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და FIABCI Georgia-ს დამფუძნებელმა ლიკა ქარდავამ ისაუბრა.

“მშენებლობის და უძრავი ქონების სექტორი არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ინდუსტრია, ასე იყო ყოველ შემთხვევაში 2019 წლამდე და ჯამში ეკონომიკის 20% ეკავა ორივე სექტორს. ასევე ეს ინდუსტრიები ასაქმებს ბევრ ადამიანს. ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში სხვადასხვა ჭრილში.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების იდეის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რამდენად მართებულია ეს, თუმცა დეველოპმენტი, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში იყოს, ვთქვათ, სასწრაფო დახმარება, თუმცა რამდენად მოყვება ამას გრძელვადიანი სასარგებლო ეფექტი ამას დრო გვიჩვენებს", – აღნიშნა ლიკა ქარდავამ.

მისივე თქმით, ის კრიტერიუმები, რაც იქნა წარდგენილი, ბევრ კითხვას აჩენს.

"თუკი ჩვენ ვეხმარებით რეალურად ამ სექტორს და გვინდა შევინარჩუნოთ მოთხოვნა, ეს რეფინანსირების და სუბსიდიის პროგრამა და მისი პირობები არ იძლევა ნათელ სურათს იმის შესახებ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული. რადგან ძირითადი აქცენტი აქ კეთდება ბიუჯეტურ საცხოვრისზე, რომელზეც ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს მოწყვლად ფენებს. თუკი მოწყვლადი ფენა დღეს სამსახურის და შემოსავლის გარეშეა და ბანკისთვის ის ვერ იქნება კრედიტუნარიანი, მაშინ ვისზე და რა სეგმენტზეა გათვლა. მაგრამ გლობალურად რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, მასტიმულირებელი გეგმა ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამას მოყვება ჯაჭვური რეაქცია მთლიან მომიჯნავე სექტორებთან მიმართებაში", – აღნიშნა ლიკა ქარდავამ.