მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გამოკითხვის შედეგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვეოდა"

5d834e4570e6a
ლიკა გურაბანიძე
19.09.19 14:35
839
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც გამოკითხვის შედეგები არჩევნების შედეგებს არ დაემთხვა.

"ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არჩევნებში მთავრობის მიმართ, არის მათი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ.

ჩვენ ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გამოკითხვის შედეგები არჩევნების შედეგებს არ ემთხვეოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში, ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული: ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც გვაქვს იმ უპრეცედენტო საგარეო გამოწვევების ფონზე და ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და ეს მთავრობის საქმიანობაზე აისახება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს რისკები და საფრთხეები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

ვფიქრობ, რომ ხალხი ამას დაინახავს და ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებზე იქნება თარგმნილი", - განაცხადა ზალკალიანმა.