მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსის ცოლმა განქორწინების შემდეგ "ამაზონის" 350 მლნ დოლარის აქციები გაყიდა

5e3083c54e8b9
BM.GE
28.01.20 23:40
1580
ჯეფ ბეზოსის ცოლმა განქორწინების შემდეგ „ამაზონის“ 350 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, რაც დაახლოებით წილების 1%-ს წარმოადგენს. კერძოდ, ამერიკული Forbes-ის ცნობით, საუბარია 200 000-ზე მეტ აქციაზე.

მას შემდეგ რაც ჯეფ ბეზოსი ცოლს გაშორდა, მაკენზი ბეზოსმა განქორწინების გარიგების თანახმად, „ამაზონის“ 4% მიიღო, რაც 35 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაკენზი ბეზოსმა წილების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა.