მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსის ქონება Nike-ის, McDonald's-ის და Costco-ს ღირებულებას აღემატება

5f183d3faa06a
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.20 22:41
1065
ბეზოსის ქონება ისეთი ცნობილი ბრენდების ღირებულებას აღემატება, როგორიც არის Nike-ი, McDonald's-ი და Costco. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ბეზოსის კომპანია Amazon-ის აქციების ღირებულება 64%-ით გაიზარდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის სიმდიდრემ 186 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც Nike-ის მთლიანი ღირებულება 122 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სპორტული ტანისამოსის და ინვენტარის მწარმოებლი კომპანიის წლიური გაყიდვები 39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ჰყავს 77 000 თანამშრომელი და 1 100 საცალო მაღაზიას ფლობს მსოფლიოს მასშტაბით.

Business Insider-ის მიხედვით, ბეზოსის ქონება ასევე აჭარბებს McDonald’s-ის საბაზრო ღირებულებას, რომელიც 143 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის განმავლობაში, სწრაფი კვების კომპანიამ გაყიდვებიდან 21 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, მას 205 000 თანამშრომელი ჰყავს და 39 000 რესტორნებს ფლობს გლობალურად.

Amazon-ის ხემძღვანელი, ასევე უფრო მდიდარია, ვიდრე Costco. Costco-ს საბაზრო ღირებულება 145 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიამ გასულ წელს 153 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, Costco-ს ბრენდის ქვეშ 254 000 ადამიანია დასაქმებული.

Amazon-ის ხელმძღვანელის ქონება ასევე აჭარბებს შემდეგი კომპანიების საბაზრო ღირებულებას: Oracle ($176 მილიარდი), Salesforce ($172 მილიარდი), IBM ($112 მილიარდი), Starbucks ($88 მილიარდი), Goldman Sachs ($73 მილიარდი), General Electric ($62 მილიარდი) და Target ($60 მილიარდი).