მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ ოთხ თვეში რეკორდული რაოდენობის დონაცია განახორციელა

5fda499f42f48
თამთა ჯიჯავაძე
17.12.20 00:00
886
ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ მაკენზი სკოტმა ბოლო ოთხ თვეში $4.2 მილიარდის ოდენობის დონაცია განახორციელა.

მაკენზი სკოტი Bloomberg-ის მიხედვით, მსოფლიოში რიგით მე-18 ყველაზე მდიდარი ადამიანია. როგორც ის აცხადებს, მან დაავალა თავის გუნდს, გამოეთვალათ თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მას თავისი ქონების გაცემა.

"პანდემიამ ამერიკელების ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა. ეკონომიკური დანაკარგები და ასევე ჯანდაცვის პრობლემები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალებისთვის, ფერადკანიანებისა და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის. პარალელურად კი იზრდება მილიარდერების ქონება“, - განაცხადა მაკენზი სკოტმა.

საერთო ჯამში მიმდინარე წელს ბეზოსის ყოფილი მეუღლის დონაციამ $6 მილიარდს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, მაკენზი სკოტის ქონების მოცულობა წელს Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $23.6 მილიარდიდან $60.7 მილიარდამდე გაიზარდა. ამის მიზეზი კი Amazon-ის აქციები ზრდა გახდა.