მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსმა დღე-ღამეში $7 მილიარდი დაკარგა

5e6746f540883
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.20 21:42
1117
Amazon-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ერთ დღე-ღამეში 7 მილიარდ დოლარამდე დაკარგა, ხოლო გასული თვის განმავლობაში 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, Amazon-ის აქციების ფასების ვარდნა კორონავირუსთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება, რაც გლობალ ეკონომიკასაც ანელებს.

ამ ინფორმაციის ფონზე კომპანიის აქციები 7%-ით გაუფასურდა, რის გამოც ბეზოსის ქონება 110 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა გასულ თვეს 129 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გასულ თვეს კორონავირუსის გამო აქციებზე ფასები ასევე შეუმცირდათ ილონ მასკს, ბერნარ არნოს, ბილ გეითს და უორენ ბაფეტს. თებერვალში, Tesla-ს აქციები 10%-ით, ხოლო LVMH-ის - 24%-ით გაიაფდა.

გასულ თვეს, უორენ ბაფეტმა საკუთარი კომპანიის აქციების გაუფასურების გამო 4 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ბილ გეითსის ქონება კი ბოლო 2 თვეში თითქმის 30 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.