14.თებერვალი .2020 00:24

ბეზოსმა რეკორდი მოხსნა და ლოს-ანჯელესში სახლი $165 მილიონად შეიძინა

views 2271
უკან

Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზესომა ახლახან ლოს-ანჯელესში მედიამაგნატ დევიდ გეფენისგან სახლი რეკორდულ ფასად შეიძინა.

გავრცელებული ინფომაციით, ბეზოსმა სახლში, რომელიც ბევერლი ჰილსზე მდებარეობს, 165 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ გამოცემა THE VERGE წერს.

Warner Estate-ი 38 კილომეტრის ფართობზეა გაშენებული. ის გასული საუკუნის 30-იან წლებში Warner Bros-ის პრეზიდენტის, ჯეკ უორენისთვის დაპროექტდა. სახლის აშენებას თითქმის 10 წელი მოანდომეს. სახლს აქვს ტერასები, სტუმრებისთვის განკუთვნილი შენობები, ტენისის და გოლფის კორტები.

აღსანიშნავია, რომ წელს ბეზოსმა 3 ბინა ნიუ-იორკშიც შეიძინა, რაშიც 80 მილიონ დოლარამდე დახარჯა.