მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 7,1%-ით შემცირდა - tbc capital

6001725b17bc5
ელენე გოგბერაშვილი
15.01.21 14:48
974
2021 წლის დასაწყისში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მცირედი წლიური კლება შეინიშნება. ამის შესახებ tbccapital-ის კვლევაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, 1-11 იანვრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 7,1%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით).

ამასთან, 7 იანვრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7 დღიანი საშუალოს წლიურმა ცვლილებამ -7% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა მთავრობამ ზაფხულში დაიწყო და მისი მოქმედება 2020 წლის 31 დეკემბერს შეწყდა.

პროგრამის ბენეფიციარებს სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის პროცენტის 4%–ს დაუფარავს, რისთვისაც მთავრობამ ანტიკრიზისულ ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი გაითვალისწინა.