მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი - ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება, 8 წელში ეფექტს დავინახავთ

5dc6ba8f0796c
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.19 17:04
4095
„2021 წლიდან განათლებაზე ძალიან დიდი რესურსი, ბიუჯეტის 25% დაიხარჯება, რომ 8 წელიწადში განსხვავებული შედეგი დავინახოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ “ქართუ ფონდის” მიერ ქუთაისის მიმდებარედ მშენებარე “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის” შესახებ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს. 

ვიდეომიმართვაში ეკატერინე ხვედელიძე ამბობს, რომ ახალი უნივერსიტეტი მშენებლობის დასრულებისა და პროფესორებით დაკომპლექტების შემდეგომ სახელმწიფოს გადაეცემა. 



2019 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა "ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს", რომელიც ჯერ ფიზიკურად არ არსებობს, დაჩქარებული წესით გადაარქვა სახელი. კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, მას "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი" ეწოდება. 

2019 წლის პირველ ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთდა. საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელახალი პრეზენტაცია 2019 წლის სექტემბერში გაკეთდა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ფონდი" აშენებს.