მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"

5fb8cc887004d
თელარა გელანტია
21.11.20 12:13
1939
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ "ყველაფერი კარგად იქნება". 

„მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც ამ რთულ პერიოდში, მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა.

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად, მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია.

ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა და დასძინა: "დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".

დღეს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.