03.სექტემბერი .2019 10:22

ბიძინა ივანიშვილი "კულტურულად წასვლისთვის" მამუკა ბახტაძეს მადლობას უხდის

views 509
უკან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობას უხდის თანამდებობიდან „კულტურულად წასვლისთვის“. როგორც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბახტაძეს ჰქონდა იდეები, რეალიზებაში მოიყვანა ისინი და ადგილი დაუთმო ახალს.

"პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირა დღეს სააღამოს შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და მე პირადად. მადლობით გავუშვით თანამდებობიდან. საკუთარი სურვილით.

ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არამარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება. რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი პროცესები დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს.

დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა და საზოგადოების პირისიპირ მეც მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის. მადლობა ასეთი კულტურული წასვლისთვის“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა