მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებითი შეზღუდვაა - "საქართველოს რკინიგზა"

60bdce539af99
BM.GE
07.06.21 11:42
709
"საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.