მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით

5dbfe80ea18c4
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 13:00
1391
"არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის,"- ჟურნალ entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ინტერვიუში საუბარი ივანიშვილის ბიზნეს პროექტებს, წყალტუბოს სანატორიუმების შესყიდვას და ქართუ "ფონდის" საქველმოქმედო საქმიანობას შეეხება.
 
"არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის. ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა", - ამბობს ივანიშვილი.