მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-ს განცხადებას ეხმაურება

627d81a940074
ალა ისპირიანი
13.05.22 11:07
2602
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ყველა სატრასტო სტრუქტურა, რომელიც ივანიშვილს Credit Suisse-მა საკუთარი აქტივების სამართავად შესთავაზა ბანკის მიერ დაორგანიზებული იყო.

ვიქტორ ყიფიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Bm.ge -ზე გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა,სადაც Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. როგორც ყიფიანმა თქვა, ფორმალურად ბანკი მართალია და მას პირდაპირი, უშუალო შეხება კლიენტთან არ აქვს, მაგრამ ეს სრული სიმართლე არ არის. 

"დღეს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ქართულმა ვებ-პორტალმა Bm.ge -მ გამოაქვეყნა, რომ ის ესაუბრა Credit Suisse-ს წარმომადგენელს, დასახელებული არ არის, ვის ესაუბრა და Credit Suisse-ს განცხადებით, ჩვენ ვისმენთ ასეთ რამეს, რომ ამ ზეწოლასთან საბანკო ჯგუფი, ბანკი, არავითარ კავშირში არ არის.

ფორმალურად ბანკი მართალია: მას პირდაპირი, უშუალო შეხება მის კლიენტთან არ აქვს, მაგრამ საკითხი სხვა რამეშია. ეს ნახევარი სიმართლეა, სრული სიმართლე კი გამოიხატება იმაში, რომ ყველა სატრასტო სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს ბანკმა შესთავაზა საკუთარი აქტივების სამართავად, იყო ბანკის მიერ დაორგანიზებული, მაგრამ ესეც არ არის სრული ისტორია.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბერმუდას სასამართლომ ერთ ძალიან არსებით საკითხს გასცა პასუხი: დიახ, ყველა იურისდიქციაში ჩვენი მოპასუხე არა უშუალოდ ბანკია, არამედ სატრასტო სტრუქტურები არიან, მაგრამ სასამართლომ თქვა -"როდესაც საუბარია ამ ორი წარმონაქმნის განცალკევებული ორი იურიდიული პირის - ბანკისა და მისი ტრასტის შესახებ, ისინი ერთ ხელში მოქმედებენ". ეს არის ერთი-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი დასაბუთება და თეზა, ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ჩვენი კოზირი.

ასე რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება ბანკის მიერ, რომ - "მე განზე ვგავარ და არაფერ შუაში ვარ" არასწორია.

რაც შეეხება შეფერხებებს, როდესაც ბანკი საუბრობს შეფერხებაზე, ეს ძალიან რბილი ნათქვამია, სემანტიკურად ეს ძალიან მსუბუქ მოქმედებას აღნიშნავს, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, იგივე ცნობილი გადარიცხვა, რომელმაც ჩვენი სარჩელი განაპირობა, 4 მარტს გაიცა დავალება გადარიცხვაზე და შესრულდა 4 აპრილს, ეს მაშინ, როდესაც წინა გადარიცხვები სრულდებოდა 48-72 საათში.
ამას ჩვენ შეფერხებას ვერ ვუწოდებთ, ეს არის დაბრკოლების შექმნა, რომ კლიენტმა თავისუფლად მართოს თავისი აქტივი. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ გენსის კუნძულზე, იმდენად თანხას არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ჩვენი მიდგომა არის ძალიან შეუპოვარი და სწორხაზოვანი, ყველგან სადაც საბანკო ჯგუფმა უნდა აგოს პასუხი და ყველგან, სადაც არის საშუალება, რომ დავაყენოთ პასუხისმგებლობის საკითხი, ეს ჩვენ უნდა დავაყენოთ. სარჩელი რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა უსწორობაზე სამართლით და კანონით განსაზღვრული წესით მივუთითოთ“, - განაცხადა ყიფიანმა "იმედის" ეთერში.

კითხვაზე - "ოპონენტები საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მილიარდნახევრიანი გადარიცხვა გაუჩერეს", ვიქტორი ყიფიანი უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ არის. 

„არასწორია ეს ინფორმაცია. არა თუ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მტკიცებულება და ხელის ჩასაჭიდიც არ არის. როდესაც ვსაუბრობთ გადარიცხვების არ შესრულებაზე, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ დროში ემთხვევა ამ გადარიცხვების შეჩერება, მარტი-აპრილის მონაკვეთებს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი.

ერთ-ერთი უცნაური პასუხი, რაც მივიღეთ ტრასტისგან არის ის, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე... ასეთი არგუმენტაციის უსაფუძვლობა როდესაც არათუ შეფერხებაზე, არამედ ერთთვიან გაჭიანურებაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საუბარია სტრატსის კლიენტზე, რომელსაც აქვს საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქეობა და არცერთი ნიშნით ე.წ. სანქცირებულ პირთა სიაში არ არის. რაში დასჭირდა სატრასტო კომპანიას ერთი თქვე, რომ გაერკვია მარტივი საკითხი“, - განაცხადა ყიფიანმა "იმედის" ეთერში.