08.მაისი.2016 20:11
ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილის საქმეზე Credit Suisse-ის კიდევ სამი თანამშრომელია ეჭვმიტანილი

ბიძინა ივანიშვილის საქმეზე Credit Suisse-ის კიდევ სამი თანამშრომელია ეჭვმიტანილი
Credit Suisse Group-ის ირგვლივ გამოძიება გრძელდება. ამჯერად ჟენევის სასამართლომ კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი დაასახელა, რომლებიც დასავლეთ ევროპელი კლიენტების ანგარიშების უკანონოდ მართვაში არიან ეჭვმიტანილები.

Bloomber-ის ინფორმაციით ეჭვმიტანილების დაკითხვა მიმდინარე თვის ბოლოს არის დაგეგმილი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი ინვესტორთა ნდობის აღდგენაზე მუშაობს, ამის პარალელურად კი საინვესტიციო ბანკის აქციების ფასი ციურიხში მცირდება.

ახალი ეჭვმიტანილებიდან ორი ბანკში 1990 წლიდან მუშაობდნენ. მთავარი ეჭვმიტანილი, კი რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ბანკირად ითვლება ამ ეტაპზე ჟენევის საპატიმროშია. ასევე, როგორც ცნობილია ის მოსკოვში მუშაობდა და მის წინააღმდეგ სარჩელი ბიძინა ივანიშვილის გარდა კიდევ ორ რუს ბიზნესმენს აქვს შეტანილი.

ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი პირი ვერ შეძლებდა მსგავსი დანაკარგების გამოწვევას თავისი კლიენტებისთვის, რომ არა ბანკის სხვა თანამშრომლების დახმარება.

შეგახსენებთ, რომ ბანკირის გამო, ბიძინა ივანიშვილის ზარალი დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

საქმეში ბევრი დეტალი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია შემდეგი: 2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა ბანკირმა ნაცვლად იმისა რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.

19.აპრილი.2019 00:23
52

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
99

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
183

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
102

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად