თანაინვესტირების ფონდი და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია. უცხოელი იმიტომ, რომ კომპანია, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ეკუთვნის პანამაში, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 2013 წლიდან ფონდმა რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა, თუმცა ახლა ფონდში ფიქრობენ, რომ უკვე მოვიდა რამდენიმე პროექტიდან გამოსვლის დრო.
პროექტები, რომელთა გაყიდვასაც ფონდი უახლოეს მომავალში აპირებს არის: გალერია თბილისი და სასტუმრო "პარაგრაფი" შეკვეთილში. ოდნავ მოგვიანებით, 2022 -2023 წლისთვის კი, “აქსის თაუერსი”, რომლის წილის 39%-ს ფონდი ფლობს. გალერია თბილისის პროექტს, რომელიც პრაქტიკულად დასრულებულია და თითქმის 100%-ით არის დატვირთული, თანაინვესტირების ფონდი 130 მილიონ დოლარად აფასებს. ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე ამბობს, რომ დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ, რომელთა შორისაც არიან როგორც ადგილობრივი, ასევე - უცხოური კომპანიები.
“წელს ამ პროექტისთვის ძალიან კარგი წელი იყო, ბევრ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ. დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და მაისში გაიხსნა კიდეც. ასევე ივლისიდან გაიხსნა ერთ-ერთი საოფისე სივრცეც. სავაჭრო ცენტრი გავიდა 100%-იან დატვირთულობაზე. მომავალ წელს კიდევ ერთი საოფისე სივრცე შევა ექსპლოატაციაში და ამით პროექტი მთავრება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ამ პროექტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ინვესტორებთან. კონკრეტულად მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არიან ადგილობრივებიც, არიან უცხოელებიც”,- ამბობს ცოტნე ებრალიძე.
პროექტიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას სასტუმრო “პარაგრაფიდანაც" სურს, ფასი ამ შემთხვევაში 60 მილიონი დოლარია.
“თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა მზაობა, რომ ამ პროექტებს ნებისმიერ მსურველს დაუთმობდა თვითღირებულებით, ცოტა ხნის წინ კი უპრეცედენტო წინადადებაც გააკეთა, რომ ნახევარ ფასში დათმობს მათ. აქაც არის დაინტერესება, რამდენიმე ინვესტორს ველაპარაკებით და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება”,- აღნიშნა ცოტნე ებრალიძემ.
რაც შეეხება “აქსის თაუერს”, რომელიც ნაწილობრივ გახსნილია და თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, პროექტიდან გამოსვლა ორ ეტაპად მოხდება.
"დაიფარება თანაინვესტირების ფონდის მიერ “აქსის თაუერისთვის” მიცემული სესხი და ამის მერე რაღაც პერიოდი დავრჩებით "აქსისის" მეწილეებად. ვვარაუდობთ, რომ 2022-2023 წლისთვის გავყიდოთ ინვესტორებზე და გამოვიდეთ”, - აღნიშნავს ცოტნე ებრალიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება