მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიძინა ივანიშვილის ხელწერა აქაც გამოჩნდა“ - პრემიერი თბილისის ცენტრალურ პარკზე

5f7c1b3765b50
ინგა მურუსიძე
06.10.20 11:25
911
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ იპოდრომის ტერიტორია თბილისს საჩუქრად გადასცა.

დღეს კი, თბილისის მერიამ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „ქართუ“ დააფინანსებს და, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება.

პროექტის პრეზენტაციას მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდა.

„თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როცა ეს პროექტი დასრულდება და თბილისს ექნება უმაღლესი გამწვანების ზონა, ყველანი ერთად იქ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური, მწვანე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, თუ როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და, რა თქმა უნდა, ამ ზრუნვის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და ის პროექტები ჩამოთვალა, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა, მათ შორის დენდროლოგიური პარკი, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.

„ჩვენ გვექნება სივრცეები, სადაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს პანდემიის პერიოდში, როცა საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველა კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მწვანე სივრცეებს, რომელიც უნდა მოეწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშბვილს“, - თქვა გახარიამ.