სიგაპურის უზენაესმა სასამართლომ, 2020 წლის 3 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ" და საკუთარი განჩინებით, შეაბრუნა მისი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
2019 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მილიარდერსა და ბანკს შორის მიმდინარე დავის ის ნაწილი, რომელიც Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს ეხებოდა შინაარსობრივად არ წარმოადგენდა საქმეს, რომელიც სინგაპურის სასამართლოს უნდა განეხილა. საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისის ჩართულობაზე. ახალი გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მომხდარის სამართლებრივი შეფასების პროცესში სინგაპურიც უნდა ჩაერთოს.
სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.
“ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იურიდიული საკითხები, რომლებიც სინგაპურს ეხება, უნდა იყოს მოსმენილი სინგაპურში. კრედიტ სიუსის იურიდიულმა გუნდმა ბოლო 5 წელი დახარჯა, რათა თავიდან აერიდებინა ამავე ქვეყანაში სასამართლო განხილვისთვის. ეს ძვირფასი დრო ამის ნაცვლად შეიძლებოდა დახარჯულიყო იმისთვის, რათა მიღწეული ყოფილიყო ის დამაკმაყოფილებელი განაჩენი, რომლისთვისაც მომჩივნებმა დავა წამოიწყეს,”- ნათქვამია ივანშვილის უფლებადამცველების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 2020 წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ბერმუდის სასამართლომაც მიიღო.
დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.
ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” - 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.
თავად Credit Suisse-ი კი ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო, რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგა, 2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილმა კი ბანკს ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში უჩივლა.
2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის - ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.
პატრის ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.
აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.
“ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,”- Bloomberg-თან განაცხადა ივანიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი