მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ - კახა კალაძე

62a6fe7e62bfb
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 13:11
797

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობას ეხება, სამარცხვინოა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში არის მოწოდება ევროსაბჭოს მიმართ, რომ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი. 

“ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაშია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ამას ტყუილად ცდილობენ. არავის არაფერი გამოუვა.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება იყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სახით იყო წარმოდგენილი”, - აცხადებს კახა კალაძე.