21.მაისი .2020 23:20

ბილ და მელინდა გეითსებმა ქველმოქმედებაზე გასულ წელს $519 მლნ დახარჯეს

views 307
უკან

ბილ და მელინდა გეითსებმა თავიანთი სახელობის ფონდის საქმიანობისთვის 2019 წელს 519 მილიონი აშშ დოლარი გაიღეს. 

ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ფინანსური დოკუმენტების თანახმად, ფონდის აქტივების ოდენობა 49.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

გეითსების საქველმოქმედო ფონდი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია და მისი საქმიანობისთვის ოჯახმა უკვე 36 მილიარდი დოლარი გაიღო. გარდა ამისა, ბილ გეითსმა ფონდს რამდენიმე მილიარდის ღირებულების Microsoft-ის აქციების შეწირა.

გეითსები გეგმავენ, სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი ქონების 95% ქველმოქმედებისთვის გაიღონ. გეითსის ქონების ღირებულება ამ დროისათვის 105 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.