მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი ამ ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიას აქვეყნებს

5ec5686cbf0c4
თამთა ჯიჯავაძე
21.05.20 00:00
2489
მილიარდერი ბილ გეითსი ამ ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიას აქვეყნებს. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული წიგნები მკითხველებს პანდემიის პირობებში დროის ნაყოფიერად გატარებაში დაეხმარება.

„ბოლო დღეებში საუბრების და შეხვედრების ძირითადი თემა არის კორონავირუსი და როგორ შევაჩერებთ მას. თუმცა, მე ასევე ხშირად მეკითხებიან იმასაც, თუ რას ვკითხულობ ან ვუსმენ“, – დაწერა გეითსმა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

როგორც ის ამბობს, მის მიერ წაკითხული ბოლო წიგნები მემუარებია 92 წლის ჰოლოკოსტის გადარჩენილზე ედით ევა ეგერზე და ასევე Disney-ს ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ბობ იგერზე, რომელიც კომპანიაში მის მიერ გატარებულ წლებს აღწერს. ხოლო მათთვის, ვისაც სურს გაიგოს უფრო მეტი პანდემიაზე, გეითსი ისტორიკოს ჯონ ბარის 2004 წლის წიგნს სთავაზობს 1918 წლის გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ბესტსელერად იქცა კორონავირუსის კრიზისის პერიოდში.

რაც შეეხება იმას, თუ რას უყურებს მილიარდერი, გეითსი ამბობს, რომ მან ნახა Netflix-ის დოკუმენტური სერიები პანდემია: როგორ მოახდინოთ ეპიდემიის პრევენცია, ასევე ის რეგულარულად უყურებს კიდევ რამდენიმე პოპულარულ სერიალს: A Million Little Things, This Is Us და Ozark.

რაც შეეხება ზაფხულში წასაკითხ წიგნებს, რასაც რეკომენდაციას უწევს ბილ გეითსი, შემდეგია:

„არჩევანი“ (The Choice), ავტორი ედით ევა ეგერი

ეგერი 16 წლის იყო, როდესაც ის და თავისი ოჯახი უნგრეთიდან ოსვენციმის ბანაკში გაგზავნეს. ეგერი გადარჩა და აშშ-ში გადავიდა მოგვიანებით საცხოვრებლად, სადაც გახდა თერაპევტი. წიგნში ის ყვება თავის ისტორიას და იმას, თუ რამხელა ტრამვა მიაყენა ბანაკში ყოფნამ და იმ პერიოდმა.
„თუ თქვენ მსგავს რაღაცას ებრძვით და ეს ბრძოლა რეალურია, თუ ფიქრობთ რომ თქვენი გამოცდილება ტრივიალურია იმ ადამიანის გამოცდილებასთან შედარებით, რომელიც ოსვენციმს გადაურჩა, ან ვისი შვილიც იტანჯებოდა საშინელი დაავადებისგან.. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველას აქვს განსხვავებული გამოცდილებები“, – წერს გეითსი წიგნის რეკომენდირებისას.

დევით მითჩელის Cloud Atlas

მიტჩელის ნოველაში წარმოდგენილია ექვსი განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი, მათ შორის 2000-იან წლებში ლონდონში მცხოვრები რედაქტორი, ასევე 1930-იან წლებში ბელგიაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკოსი, ამით ავტორი ცდილობს იპოვოს განსხვავებულ დროსა და სივრცეში მყოფ ადამიანებს შორის საერთო.

„ეს არის უდიდესი ამბავი ადამიანის ბუნებისა და ღირებულებების შესახებ – იმის შესახებ, რაც იცვლება და რაც არ იცვლება ასობით და ათასობით წლების განმავლობაში“, – წერს ბილ გეითსი. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნზე დაყრდნობით 2012 წელს ფილმიც გადაიღეს ტომ ჰენკსისა და ჰოლი ბერის მონაწილეობით.

ბობ იგერის The Ride of a Lifetime

როგორც გეითსი ამბობს, ის არ კითხულობს ბევრ წიგნს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი, თუმცა, იგერის წიგნი გამონაკლისია, რომელსაც გეითსი Microsoft-ის ხელმძღვანელ სატია ნადელასაც ურჩევს.

„ვფიქრობ, ყველა ისიამოვნებს ამ წიგნით, არ აქვს მნიშვნელობა მკითხველი ეძებს ბიზნეს რჩევებს თუ უბრალოდ სურს წაიკითხოს კარგი წიგნი, რომელიც თავმდაბალი ბიჭის შესახებაა, თუ როგორ გაიზარდა ის კორპორატიულ კიბეზე და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის წარმატებული ლიდერი გახდა“, – ამბობს გეითსი ბობ იგერზე, რომელიც Disney-ის ხელმძღვანელობდა.

ჯონ ბარის The Great Influenza

ეს 2004 წლის „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერია. გეითსი ამბობს, რომ ეს წიგნი მათთვის არის რეკომენდებული, რომელთაც სურთ გაიგონ კორონავირუსის პანდემია 1918 წლის გრიპის პანდემიის ლინზებით და ისწავლონ გაკვეთილები.

„ამჯერად ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი საშუალება შევქმნათ ეფექტური ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები. თუმცა, მეცნიერება კვლავ იმაზე ნელია, ვიდრე ჩვენ ამას ვისურვებდით. პანდემიის დასრულებას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ვიდრე მეცნიერება“, – წერს გეითსი.

„კარგი ეკონომიკა რთული დროსთვის“, ავტორი ესთერ დუფლო და აბჰიჯიტ ბანერჯი

ეს არის 2019 წლის წიგნი, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტები საუბრობენ მდიდარ ქვეყნებზე, უთანასწორობაზე, ვაჭრობასა და იმიგრაციაზე. როგორც ბილ გეითსი ამბობს, ეს წიგნი გასაგებია იმ მკითხველისთვისაც, რომელთაც არ აქვთ ამ მიმართულებით ცოდნა.