მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი: აშშ-ში კორონავირუსის დასადგენი ტესტების უმრავლესობა „სრული ნაგავია“

5f312c253a5d8
ნათია თაქთაქიშვილი
10.08.20 22:00
1697
მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერის ბილ გეითსის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის დასადგენი ტესტების უმრავლესობა „სრული ნაგავია“, რადგან შედეგები ძალიან გვიან ხდება ცნობილი. აშშ-ში კოროანავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის გაგებას ერთი კვირა და მეტიც კი სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას Business Inside ავრცელებს.

„სისულელეა, აშშ-ში ტესტების უმეტესობა აბსოლუტური ნაგავია“,- აცხადებს ბილ გეითსი.

Microsoft-ის დამფუძნებლი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება - სამედიცინო პროვაიდერებმა ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგები 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„თუკი ანაზღაურება ერთნაირი იქნება, რათქმა უნდა არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, ცოტა მეტი უნდა გადავუხადოთ თუ ტესტის პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ჩვეულებრივ უნდა მოხდეს ანაზღაურება თუკი პასუხები 48 საათის განამვლობაში იქნება და საერთოდ არ უნდა გადავუხადოთ, თუ მათ ტესტის პასუხების გასაცნობად 48 საათზე მეტი დრო სჭირდებათ“,- აცხადებს ბილ გეითსი.