„ჩვენ პანდემიის ყველაზე უარეს ნაწილზე გადავდივართ“, - ამის შესახებ ბილ გეიტსმა „ტვიტერზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკუთარი შვებულების გეგმებს ცვლის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმის მტკიცებით, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი ისტორიაში, მილიარდერმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თქვა, რომ უცნობია, რამდენად საშიში და შემაშფოთებელია ახალი შტამი.
„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას, სანამ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დელტა შტამთან შედარებით, ომიკრონი ნახევრად მძიმეა, ფაქტია, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ყველაზე სწრაფი ზრდა გვაქვს, რაც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა ბილ გეიტსმა.
მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პანდემიის ახალი ტალღა აშშ-ში სამ თვეს მაინც გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში საშუალოდ 148 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხება დღეში, რაც გასული კვირის მაჩვენებლებთან შედარებით, 23%-ით მეტია. ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მონაცემებით კი, გუშინ საავადმყოფოებში სულ 69,700-ზე მეტი კოვიდპაციენტი აღირიცხა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება