მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი კორონავირუსთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გამოყოფს

5e2f3e83e0ece
BM.GE
28.01.20 00:20
6062
ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოყოფილი თანხები ჩინეთსა და აფრიკაში ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება. კერძოდ, მათ შორის 5 მილიონი დოლარი ჩინეთს გადაეცემა, რათა დაინფიცირების შემთხვევების იდენტიფიცირება, დაინფიცირებულების შესაბამისი მოვლა და ვაქცინის და სამკურნალო მეთოდების განვითარების დაჩქარება მოხდეს.

დანარჩენი 5 მილიონი კი აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურს მოხმარდება, რათა აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საჭირო ზომები იქნეს მიღებული.