14.მარტი .2020 11:46

ბილ გეითსი Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

views 751
უკან

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ის ტოვებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს, ის ასევე ტოვებს Berkshire Hathaway-ის საბჭოსაც.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ორივე საბჭო, სადაც ვიყავი ამ დრომდე, როგორც Microsoft-ში, ასევე Berkshire Hathaway-ში, რათა უფრო მეტი დრო დავუთმო საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის გლობალური ჯანდაცვის, განვითარების, განათლების კუთხით და გავზარდო ჩართულობა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში“, - განცხადა გეითსმა.

მისივე თქმით, ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა ისეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა, ამიტომაც დროა მან ეს ნაბიჯი გადადგას.

„Microsoft-თან დაკავშირებით, ბორდიდან გადადგომა, არ ნიშნავს იმას რომ მე ვტოვებ ჩემს კომპანიას. Microsoft-ი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მნიშნელოვანი ნაწილი და მე გავაგრძელებ სატიასთან და ტექნიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას, რათა დავეხმარო მათ ხედვის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ამბიციური მიზნების მიღწევაში. თავს იმაზე უფრო ოპტიმისტურად ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე იმაში, რომ კომპანია პროგრესს განიცდის“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

გეისმა Microsoft-ი 1975 წელს პოლ ალენთან ერთად დააარსა. გეითსი Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2000 წლამდე, ამჟამად კომპანიას სატია ნადელა ხელმძღვანელობს.

ამასთან, ბილ გეითსი Microsoft-ის მთავარი აქციონერია, ის აქციების 1,36%-ს ფლობს. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე $1.21 ტრილიონადაა შეფასებული.