11.იანვარი.2019 21:28
მსოფლიო

ბილ გეითსის 2018 წლის რჩეული წიგნები

ბილ გეითსის 2018 წლის რჩეული წიგნები
Forbes-ის რეიტინგში N2, $90 მლრდ-ის მფლობელი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი ყოველწლიურ ტრადიციას არ არღვევს და 2018 წლის განმავლობაში წაკითხული ლიტერატურიდან რჩეულ წიგნებს წელსაც საჯაროდ აზიარებს.

წიგნების ხუთეულს, რომელიც მედიტაციის ინსტრუქციიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტის საომარ მდგომარეობაში გამოყენების თეორიას მოიცავს, თავადაც ეკლექტურს უწოდებს.

1. ტარა ვესტოვერი (Tara Westover ) - Educated

ავტობიოგრაფიულ წიგნში ავტორი, რომელიც 17 წლამდე მორმორებთან იზრდებოდა, არ იღებდა განათლებას და სააავადმყოფოში რამდენჯერმე მოხვდა, ყვება, როგორ მოახერხა განათლების მიღებისკენ სწრაფვით და თავდაუზოგავი შრომით რელიგიური სექტიდან თავის დაღწევა ისე, რომ 10 წელიწადში კემბრიჯის უნივერსიტეტში PhD-ის ხარისხი მიიღო.

2. პოლ შარი (Paul Scharre) - Army of None

სამხედრო ექსპერტი და ომის ვეტერანი შარი, რომელიც 5 წლის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მუშაობდა, თავის წიგნში იკვლევს როგორ გამოიყენება ავტონომიური იარაღი და ხელოვნური ინტელექტი საომარ პირობებში. ეთიკისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სახელმწიფო უსაფრთხოების ექსპერტებთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე დაყრდნობით, შარი აღწერს ყველა დადებით და უარყოფით მხარეს, რაც შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს საომარ მდგომარეობაში თან ახლდეს.

3. ჯონ კარეირუ (John Carreyrou) - Bad Blood

დოკუმენტური ტრილერი კომპანია Theranos-ის ზრდას და კრახს აღწერს. კომპანია სილიკონ ველის ყველაზე წარმატებულ სტარტაპად იყო აღიარებული და Forbes-ის მიერ $4,5 მლრდ-ად ფასდებოდა; დღეს კი, მისი ფასი ნულის ტოლია. წიგნის ავტორის მიხედვით, რომელიც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტია და პულიცერის პემიის მფლობელია, ფილმის გადაღებაც იგეგმება. წინასწარი ვარაუდით, ელიზაბეტ ჰოლსის როლს ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს.

4. იუვალ ნიუ ხარარი (Yuval Noah Harari) - 21 Lessons for the 21st Century

“Sapiens”-ის და “Homo Deus” ავტორის კიდევ ერთი წიგნი ბილ გეითსის 2018 წლის ჩამონათვალში მოხვედრილი კიდევ ერთი გამოცემაა. წინა გამოცემები თუ კაცობრიობის წარსულსა და მომავალზე იყო, ეს წიგნი თანამედროვეობას ეძღვნება. ავტორი მკითხველს 21-ე სააუკუნეში უზღვავი ინფორმაციის გადამუშავებისათვის ძირითად პრინციპებსა და რეალობის ადექვატურად აღქმისთვის ჩარჩოს სთავაზობს.

5. ენდი პადიკომპი (Andy Puddicombe) - The Headspace Guide to Meditation and Mindfulness

ყოფილი ბუდისტი და აპლიკაციის Headspace-ის დამფუძნებელი ენდი პადიკომპი თავის ახალ წიგნში არა მხოლოდ მედიტაციისათვის საჭირო მარტივ ხერხებს ამხელს, არამედ აღწერს თავისი არც ისე მარტივი და საინტერესო ცხოვრების გზას.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი

20.ივნისი.2019 00:40
311

გაერო: 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 70,8 მილიონს მიაღწია

ვრცლად
20.ივნისი.2019 00:10
331

აზიის ობლიგაციების ბაზარი ფართოვდება - უძრავი ქონებისა და მწვანე ობლიგაციები ზრდის პოტენციალს ამჟღავნებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:45
1134

პირველი ევროპელი, რომლის ქონებამაც 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ვრცლად
19.ივნისი.2019 18:35
359

პოლიტიკოსები Facebook-ის კრიპტოვალუტას სკეპტიკურად უყურებენ

ვრცლად
19.ივნისი.2019 18:00
535

Skytrax-მა საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:20
595

ნიუ-იორკში არალეგალ უცხოელებს მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ

ვრცლად