მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსის დაფინანსებით, მალე სახლშიც შესაძლებელი გახდება კორონავირუსის ანალიზის ჩატარება

5e6684da63044
თამთა ჯიჯავაძე
10.03.20 00:10
15876
სიეტლში, ბილ გეითსის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მალე ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის დასადგენი ტესტები, რომლის გამოყენებას მომხმარებელი სახლში შეძლებს. როგორც გამოცემა techcrunch-ი წერს, COVID-19-ის ტესტით შედეგი ორ დღემდე ვადაში იქნება ცნობილი, რომელიც მედიკოსებს გაეგზავნებათ და შემდეგ უკვე ისინი პაციენტებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდებათ, შეატყობინებენ.

დაინფიცირებულ ადამიანებს მოუწევთ ონლაინ კითხვებზე პასუხის გაცემა მედიკოსებისთვის, რათა მათ მიაწოდონ ინფორმაცია იმაზე, თუ ვისთან ჰქონდათ კონტაქტი ბოლო პერიოდში. შემდეგ კი შესაბამისი უწყებები იმ ადამიანებსაც ჩაუტარებენ გამოკვლევას, ვინც რისკის ჯგუფში მოხვდება.

თუ როდის ამოქმედდება აღნიშნული პროექტი ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია გეითსების ფონდი მუშაობს შესაბამისი პროგრამული უზრუნვეყოფის დაფინანსებაზე და იმ კითხვარის შედგენაზე, რომელსაც პაციენტებს შეავსებინებენ.

წინასწარი გათვლებით, დღეში მსგავსი ხერხით დაახლოებით 400 ტესტი უნდა ჩატარდეს.