მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსის თქმით, მსოფლიოს უფრო მეტი ილონ მასკი სჭირდება

602ff59c8b90c
თამთა ჯიჯავაძე
20.02.21 00:10
972
ბილ გეიტსი აცხადებს, რომ მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ანტრეპრენერი, როგორიცაა მაგალითად ილონ მასკი, რათა კლიმატურ ცვლილებებს გავუმკლავდეთ.

„ვფიქრობ, ილონის გაკეთებული საქმე Tesla-სთან ერთად არის ფანტასტიკური. ეს არის უდიდესი კონტრიბუცია, რომელიც გვიჩვენებ თუ რა როლი აქვს კლიმატური ცვლილებების შენელებაში ელექტრომობილებს“, - განაცხადა ბილ გეიტსმა და დასძინა, რომ ჩვენ გვჭირდება ბევრი ილონ მასკი.

მილიარდერმა ფილანთროპმა ასევე მიუთითა მასკის კიდევ ერთ ნაბიჯზე, რომელიც ითვალისწინებს $100 მილიონის დონაციას ისეთი ტექნოლოგიების შემქმნელისთვის, რომელსაც შეეძლება ჰაერში ნახშირორჟანგის განეიტრალება.

„ვფიქრობ, ის უნდა ამაყობდეს იმით, რაც გაკეთებული აქვს“, - განაცხადა გეიტსმა მასკზე.

ცნობისთვის, ბილ გეიტსი კაცობრიობისთვის ორ შესაძლო საფრთხედ სწორედ კლიმატურ ცვლილებებს და ბიოტერორიზმს ასახელებს.