მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი ჯენიფერ გეითსი დაინიშნა. მისი რჩეული ეგვიპტელი ცხენოსანი, ნილ ნასარია. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
Microsoft-ის დამფუძნებლის უფროსმა ქალიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე ნასართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებსა და მეგობრებს ამცნო, რომ ბოიფრენდმა ხელი სთხოვა. ფოტოს ქვევით თავად ბილ გეითსი აკომენტარებს და აღნიშნავს, რომ „სრულიად აღელვებულია!“.
ბოიფრენდმა ჯენიფერ გეითს ხელი სამთო კურორტზე სთხოვა, ამასთან დაკავშირებით გოგონა წერს: „ნილ ნასარ საოცარი ადამიანი ხარ, ნიშნობასთან დაკავშირებული შეთავაზება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას გამიკეთე, სადაც ერთმანეთისთვის ბევრი რამ გაგვიზიარებია“.
წყვილს საერთო ინტერესებიც აქვს, ორივეს ძალიან უყვართ ცხენები. ორივე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ორივე მათგანი სპორტზე გიჟდება. ჯენიფერ გეითსმა CNN-თან საუბრისას გასულ წელს აღნიშნა, რომ მას და ნასარს ძალიან უყვართ ცხენები.
"ის პროფესიონალი ცხენოსანია, მე კი ძალიან მიყვარს ცხენები და მინდა, ცხენოსნობაში წარმატებას მივაღწიო. ჩვენ შეგვიძლია ცხენებისადმი სიყვარულის შესახებ ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და ეს შესანიშნავია“, - ამბობდა გასულ წელს ჯენიფერ გეითსი CNN-თან საუბრისას.
როგორც Business Insider-ი იუწყება, ნასარი ჩიკაგოში დაიბადა, მაგრამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მან მშობლებთან ერთად ქუვეითში გაატარა. ის კარგად ფლობს ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებს. ნასარი აშშ-ში 2009 წელს დაბრუნდა და 2013 წელს სტენფორდი დაამთავრა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის