მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბილაინი“ მომხმარებლებს ინტერნეტპაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ მაქს“-ს სთავაზობს

5f1fe8f50d259
BM.GE
28.07.20 13:04
866
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, მომხმარებლებს ინტერნეტპაკეტების ახალ, ინოვაციურ ხაზს, „ინტერნეტ მაქსი“-ს სთავაზობს. „ინტერნეტ მაქსი“ რამდენიმე სხვადასხვა პაკეტისგან შედგება და ფიქსირებულ მეგაბაიტებთან ერთად ღამის ულიმიტო ინტერნეტსაც მოიცავს. ინტერნეტპაკეტებში შემავალი მეგაბაიტების რაოდენობა მორგებულია სხვადასხვა მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს:

• 2 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: ₾ 7

• 4 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: ₾ 11

• 10 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: ₾ 17

• 30 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: ₾ 30

გარდა ამისა, MyBeeline აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით: 3 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი ₾ 7.

„ინტერნეტ მაქსი“ პაკეტების მოქმედების ვადა 30 დღეა და მათი აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ბილაინის ვებგვერდიდან და ბილაინის facebook ჩატ-ბოტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.beeline.ge 
NS