მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინი" რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea -ს პარტნიორია

5d836a0d32512
BM.GE
19.09.19 15:42
696
საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი "ბილაინი" Ad Black Sea 2019-ის პარტნიორია.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019-ის ფარგლებში "ბილაინი", ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.

Ad Black Sea-ს ტრადიციულად ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც "ბილაინში" აღნიშნავენ, წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია - 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და "ნეთვორქინგის" ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.