25.მარტი .2020 12:42

ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს-ზალკალიანი ფრენების განრიგის შესახებ

views 166
უკან

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დანიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 26 მარტს შედგება რეისი: თბილისი - ვენა - თბილისი; 31 მარტს - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი; 3 აპრილს - თბილისი - ვარშავა - თბილისი; 7 აპრილს -
თბილისი - ათენი - თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

„მგზავრთნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აღნიშნული განრიგით გაგზავნილ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენის და ამსტერდამის მიმართულებით. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია „აირზენას“ 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა. შედეგად, ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილი თავშესაფრით და საჭირო ნივთებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავტრიაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ავსტრიაში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს გაუქმდა რეისი. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება. მეტი გამჭვირვალობისთვის ჩვენი მოთხოვნით კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს დამატებითი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება დანარჩენ რეისებს, ბილეთები გაიყიდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე და გაიყიდება თავისუფალი რეჟიმით. სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული. ყველა ჩამოსული მგზავრი დაექვემდებარება 2 კვირიან მკაცს კარანტინს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა