მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბილიკს“ თქვენი მხარდაჭერა სჭირდება“ - სტარტაპი ბრიტანული სტარტაპ კონკურსის ფინალისტია

60e2aff65d46f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.21 11:18
829
ქართული სტარტაპი Mobile Travel Guide Biliki, რომელიც მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში ეხმარება, ბრიტანული სტარტაპ კონკურსის ფინალისტია. ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

„მეგობრებო ბილიკს თქვენი მხარდაჭერა ჭირდება“ - წერს თორნიკე ცირამუა. ის საზოგადოებას კონკურსში მონაწილეობისკენ და სტარტაპის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ბილიკი, ფინალისტია ბრიტანული სტარტაპ კონკურსის, სადაც დაწყებულია ხმის მიცემის პროცედურა, რითაც საქართველოდან გამოვლინდება ხალხის რჩეული და მოგვეცემა შანსი საქართველო გავიტანოთ საერთაშორისო კონკურსზე.

გთხოვთ გადადით ამ ლინკზე და ხმა მისცეთ ბილიკს: https://creativespark-bigidea.uk/vote-for-idea-28/“, -წერს თორნიკე ცირამუა.