მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

603cfa52ade43
ინგა მურუსიძე
01.03.21 18:33
774
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. მთავრობის განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასთან დღესვე შეხვედრისკენ მოუწოდა. 

„ვიზიარებ ინიციატივას, რომელიც შეეხება შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. აქვე ვადასტურებ, რომ მზად ვარ ამ შეხვედრას დავესწერო. ვადასტურებ გუნდის სახელით მზაობას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციისთვის, ასევე, კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორედ ამ გზავნილს წაიღებს ის ევროკაშირში, რადგან დიალოგი და წინსვლა აუცილებელია საქართველოსთვის.

"იმედი მაქვს, თქვენ შეძლებთ წინსვლას დიალოგში და გააგრძელებთ რეფორმების გატარებას, რადგან რეფორმები სჭირდება თქვენს ქვეყანას და არა - ევროკავშირს", - განაცხადა შარლ მიშელმა.