კვლევითმა კომპანია "ანოვამ’’ ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევა მიზნად ისახავს მოსახლეობის განწყობის გამოვლენას კორონავირუსისა და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში გამოკითხულთა მხოლოდ 69% ღელავს კორონავირუსის გავრცელებაზე. 55 წლის და მეტი ასაკის კატეგორიაში მყოფი ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან შექმნილ სიტუაციას. კერძოდ, კოვიდ 19-ის გამო საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე უფრო მეტად ღელავენ პენსიონერები და უმუშევრები, რომელთა პროცენტული გადანაწილება 74 და 72%-ია.
ამასთან, რესპოდენტთა უმრავლესობას კორონავირუსით დაინფიცირებაზე მეტად საკვებ პროდუქტებზე და ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასების ზრდა აშინებს, ხოლო ამის შემდეგ - დოლარისა და ევროს ღირებულების ზრდა. ჩამოთვლილი პრობლემები ყველაზე ნაკლებად სტუდენტებსა და 55-60 წლის კატეგორიაში მყოფ ადამიანებს აღელვებთ.
გამოკითხულთა უმრავლესობა (46%) მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. კერძოდ, თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 50% წინა წელთან შედარებით გაუარესებულად აღიქვამს დღევანდელ ფინანსურ სიტუაციას, ასე ფიქრობს რეგიონში მცხოვრებ რესპონდენტთა 42%-იც.
ცნობისთვის: მარკეტინგული კვლევითი კომპანია ANOVA-ს კვლევაში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 286 ადამიანი თბილისში ცხოვრობს, ხოლო 304 - სხვა რეგიონში. რაც შეეხება ასაკის მიხედვით გადანაწილებას, კვლევაში მონაწილეობდა ყველა ასაკის კატეგორიაში შემავალი ადამიანი. გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს კი 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები წარმოადგენენ. ასევე, გამოკითხულთა 40%-ს წარმოადგენდნენ კაცები, 60% ქალები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის განწყობის გამოვლენა კორონავირუსისა და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა